პროგრამაში შესვლა:

პროგრამაში შესასვლელად აუცილებლად იყენებთ თქვენს სამუშაო მაგიდაზე (Desktop-ზე) არსებული პროგრამის გამშვებ ფაილს “WebMed”, რომელსაც აქვს “Internet Explorer”-ის სტანდარტული სურათი. პროგრამის საწყის გვერდზე არის შემდეგი ბმულები:

·         WebMed რომელიც არის ყველასგან გამოყოფილი და მდებარეობს პირველ ხაზზე;

·         WebMed - WebMed1 - WebMed2 - WebMed3 - WebMed4 ეს ბმულები არის სარეზერვო ბმულები რომლებიც გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ მთავარი ბმული არ იმუშავებს გამართულად;

·         PRICE, რომელშიც ჩამოთვლილი არის ყოველი კვლევის დასახელება, რომელსაც კლინიკა ატარებს;

*     პროგრამაში მუშაობის დაწყებამდე რეკომენდირებულია გაეცნოთ ბმულ PRICE-ში არსებულ ინფორმაციას, რათა იცოდეთ კვლევების პროგრამული დასახელება, რომელსაც თქვენ გამოიყენებთ პროგრამაში მუშაობის დროს.


 

 

პროგრამაში მუშაობის დასაწყებად გამოიყენება ბმული WebMed, რომელიც არის ყველასგან გამოყოფილი და მდებარეობს პირველ ხაზზე. იმ შემთხვევაში თუ ეს ბმული არ იმუშავებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ „WebMed“ -ის ნებისმიერი სხვა ბმული.

C:\Users\Aleksandre\Desktop\front page.png

ბმულზე დაჭერით გადახვალთ საწყის გვერდზე სადაც პროგრამა მოგთხოვთ თქვენი მომხმარებლისა და პაროლის შეყვანას

C:\Users\Aleksandre\Desktop\user&pass.png

 

* თქვენი მომხმარებელი არის იგივე, რაც იყო წინა პროგრამაში, ხოლო პაროლი არის ციფრი 1. თქვენ ვალდებული ხართ შეცვალოთ პაროლი!

პროგრამაში მუშაობის დასაწყებად აკრიფეთ თქვენი მომხმარებელი და პაროლი. როდესაც მომხმარებელს და პაროლს ჩაწერთ დააჭირეთ ღილაკს “TAB” თქვენს კლავიატურაზე. ამ გზით პროგრამა აფიქსირებს თქვენი მომხმარებლის სახელსა და პაროლს და უზუსტობის შემთხვევაში (როდესაც მომხმარებლის სახელი ან პაროლი არასწორადაა შეყვანილი) დააცარიელებს ორივე გრაფას.

·         პაროლის შესაცვლელად მონიშნეთ უჯრა „შეცვლა“. ამის შედეგად გაჩნდება ორი ახალი გრაფა სახელებით „შეიტანეთ ახალი პაროლი“ და „ხელმეორედ შეიტანეთ პაროლი“. ორივე გრაფაში ჩაწერთ, ერთსა და იმავე, თქვენთვის სასურველ პაროლს. შემდეგ აჭერთ ილაკს TAB” თქვენს კლავიატურაზე. ყურადღება! პაროლის შეცვლისას იყავით ფრთხილად და არ დააჭიროთ ღილაკს „Problems”, რომელიც მდებარეობს ახალი პაროლის გრაფების ვემოთ!

C:\Users\Aleksandre\Desktop\passchange1.png

 

ამის შემდეგ აწვებით ღილაკს “OK”, რის შედეგადაც თქვენ გადადიხართ პროგრამაში. შემდეგ აწვებით ბმულს სახელით „სტაციონარი/ამბულატორია“, რის შედეგადაც თქვენ მოხვდებით თქვენს სამუშაო დაფაზე.

C:\Users\Aleksandre\Desktop\work desk.png

აღნიშვნები:

1.      ექიმის სახელი და გვარი, რომლის სახელითაც თქვენ მუშაობთ. სასურველია ყოველ მომხმარებელს ჰქონდეს საკუთარი მომხმარებლის სახელი და პაროლი. ამ გზით თავიდან ავიცდენთ ნებისმიერი სახის გაუგებრობას რომელიც პროგრამაში შეიძლება მოხდეს.

2.      ველი, რომელშიც იწერება პაციენტის ისტორიის (ამბულატორიული ბარათის) ნომერი ან პირადი ნომერი (არ აქვს მნიშვნელობა პირადი ნომრით მოძებნით თუ ისტორიის ნომრით, პროგრამა თავისით იპოვნის პაციენტს). შეყვანილი მონაცემი უნდა იყოს ზუსტი. წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა ვერ იპოვნის პაციენტს.

3.      ველები 3ა და 3ბ გამოიყენება თუ არ გვაქვს პაციენტის პირადი ნომერი ან მისი ისტორიის ნომერი. ველები 3ა და 3ბ გამოიყენება ერთდროულად და უნდა შეიცავდეს ერთ ასოს მაინც. თუ რომელიმე მათგანი ცარიელია პროგრამა ვერ მოძებნის პაციენტს. სასურველია შეყვანილი იყოს გვარისა და სახელის პირველი სამი ასო. ამ გზით თქვენ გამორიცხავთაკრეფისას დაშვებულ უზუსტობას, ხოლო პროგრამა გიჩვენებთ პაციენტების სიას რომლების მონაცემებიც ძებნისათვის მითითებულ მონაცემებს აკმაყოფილებენ.

4.      ამ დაფაზე იქნება ყველა იმ კვლევის ქრონოლოგიური ჩამონათვალი რომელიც ამ მომხმარებელმა გაატარა (ჩვენ შემთხვევაში საცდელი მომხმარებელია და ამიტომაც მას არცერთი კვლევა არ აქვს ჩატარებული). დაფაზე მოცემული იქნება კვლევის ჩატარების თარიღი (დდ/თთ/წწწწ), დრო (სს:წწ), ექიმის სახელი და გვარი, რომელმაც კვლევა ჩაატარა (ანუ მომხმარებლის სახელი და გვარი), ხოლო ბოლო გრაფაში აისახება მომსახურების კოდი (რომელიც მიღებულია საერთაშორისო დადგენილებით), კვლევის დასახელება (მაგ. კონსულტაცია, ენცეფალოგაფია, და ა.შ.), პაციენტის ისტორიის ნომერი, პაციენტის გვარი და სახელი, და კვლევის დასახელება რომელიც მითითებულ პაციენტს ჩაუტარდა.

 

კვლევის გატარება

იმისთვის რომ პროგრამაში გატარდეს კვლევა, უპირველეს ყოვლისა უნდა მოიძებნოს პაციენტი, რომელსაც კვლევა ჩაუტარდა. ამისათვის მოვძებნოთ პაციენტი (ჩვენს შემთხვევაში საცდელი პაციენტი, ამბულატორიული ბარათის ნომრით 1 ). ვაჭერთ ღილაკს “TAB”, საიდანაც პროგრამას გადავყავართ პაციენტის დაფაზე.

C:\Users\Aleksandre\Desktop\pacientis dafa.png

აღნიშვნები:

5.      პაციენტის მონაცემები. გვარი, სახელი, მამის სახელი, ასაკი, (ამბულატორიული ბარათის ნომერი);

6.      პაციენტის ანკეტის ჩვენება;

7.      (ლურჯი პლიუსი) ახალი კვლევის დამატება;

8.      არჩეული კვლევის შეცვლა;

9.      არჩეული კვლევის ბეჭდვა;

10.  პაციენტის ჩატარებული კვლევების ქრონოლოგიური ჩამონათვალი. მითითებულია ჩატარების თარიღი, დრო, კვლევის კოდი და კვლევის დასახელება. ყურადღება! პაციენტების კვლევები რომლებიც გატარებულია ძველ პროგრამაში, არ გამოჩნდება. ამის გამო იძულებული იქნებით ისარგებლოთ ძველი პროგრამით იმისთვის რომ ნახოთ პაციენტის წინა კვლევების შედეგები.

11.  ძებნის გვერდზე დაბრუნება. გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ მოცემულ პაციენტთან მუშაობა დასრულდა და ახალი პაციენტის გატარება გვჭირდება ანდ თუ არასწორი მონაცემის შეყვანის გამო სხვა პაციენტის დაფაზე გამოჩნდა.

 

კვლევის გატარება

ახალი კვლევის გასატარებლად ვიყენებთ ღილაკს 7. (ლურჯი პლიუსი), რომელსაც გადავყავართ შემდეგ დაფაზე:

C:\Users\Aleksandre\Desktop\kvleva.png

ამ დაფაზე თქვენ წერთ მხოლოდ და მხოლოდ კვლევის დასახელებას. ყველა დანარჩენ საჭირო გრაფას ავსებს პროგრამა ავტომატურად. კვლევის დასახელება აუცილებლად უნდა იყოს იმ სახით, როგორც მითითებულია “PRICE” ბმულში (პროგრამის გახსნის დროს). კვლევის დასახელებაში სასურველია აიკრიფოს დასახელების მხოლოდ პირველი რამდენიმე ასო, რის შემდეგაც პროგრამა შემოგთავაზებთ სავარაუდო კვლევების სიას, რომლიდანაც თქვენ აარჩევთ თქვენთვის სასურველ კვლევას.

* კვლევის დასახელების პირველი რამოდენიმე ასოს აკრეფის შემდეგ აწვებით ღილაკს “TAB”!

როდესაც სასურველ კვლევას ავირჩევთ დავაწვებით მწვანე დამოწმების ნიშანს (ე.წ. „птичка“). ამ დროს არის სამი შემთხვევა, რომელიც შეიძლება მოხდეს:

1.      პროგრამა ავტომატურად გაგიხსნით ბლანკს, რომელშიც შეიყვანთ საჭირო მონაცემებს, შემდგომ მაუსის მარჯვენა კლიკით გახსნით სპეციალურ მენიუს და დააწკაპებთ “print”-ს. ამ შემთხვევაში პროგრამა გიბეჭდავთ თქვენს მიერ შევსებულ ბლანკს და ავტომატურად იმახსოვრებს მას მონაცემთა ბაზაში.

2.      პროგრამა არ ხსნის ბლანკს, რის შემდეგაც თქვენ ნიშნავთ კვლევას პაციენტის კვლევების დაფაზე და აწვებით ღილაკს „W” (ღილაკი „9.“ ზემოთ მოყვანილ სურათზე). ამის შემდეგ პროგრამა გიხსნით კვლევის შესაბამის ბლანკს სადაც შეიყვანთ საჭირო მონაცემებს, შემდგომ მაუსის მარჯვენა კლიკით გახსნით სპეციალურ მენიუს და დააწკაპებთ “print”-ს. ამ შემთხვევაში პროგრამა გიბეჭდავთ თქვენს მიერ შევსებულ ბლანკს და ავტომატურად იმახსოვრებს მას მონაცემთა ბაზაში.

3.      პროგრამა გაჩვენებთ შემდეგ გვერდს:

C:\Users\Aleksandre\Desktop\BLANKIS NOMERI.png

ამ შემთხვევაში იქცევით შემდეგნაირად:

o        თუ საჭირო ბლანკი არის სტანდარტული გასინჯვის ფურცელი, რომელიც კონსულტაციის დროს გამოიყენება, გრაფაში წერთ რიცხვს 133 და აწვებით მწვანე დამოწმების ნიშანს. ამის შემდეგ იქცევით ისე, როგორც მითითებულია მეორე შემთხვევაში.

o        ყველა სხვა შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით პროგრამის კურატორს.

კვლევის ამობეჭდვა ხდება შემდეგნაირად:

შევსებულ ბლანკზე ნებისმიერ ადგილას (!ექიმის ხელმოწერის ხაზის ზევით!) აწკაპებთ მაუსის მარჯვენა კლიკს რის შედეგადაც გამოვა პროგრამის სპეციალური მენიუ, სადაც თქვენ დააწვებით ღილაკს “Print” და ჩვეულებრივ ამობეჭდავთ ბლანკს. ამის შემდეგ პროგრამა გიბეჭდავთ თქვენს მიერ შევსებულ ბლანკს და ავტომატურად იმახსოვრებს მას მონაცემთა ბაზაში.

პაციენტთან მუშაობის დასრულების შემდგომ აწვებით წითელ პლიუსს (ღილაკი ნომერი 11. ზემოთ მითითებულ სურათზე) რომელიც მდებარეობს  პაციენტის პირადი მონაცემების ქვემოთ.